blog-details

5.11 Tactical

5.11 ტაქტიკალი (გამოითქმის "ხუთი თერთმეტი ტაქტიკალი") არის კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვინში დაფუძნებული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მოიცავს ტანისამოსს უნიფორმისა და ტაქტიკური ტექნიკის სამხედრო, სამართალდამცავი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პერსონალისთვის. 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული კომპანია ამუშავებს საცალო მაღაზიების ჯაჭვსაც.

5.11 ტაქტიკალმა ფუნქციონირება ტანსაცმლის ხაზის პროდუქციით დაიწყო კალიფორნიის შტატში ქალაქ მოდესტოში. ის მთამსვლელის როიალ რობინსის მიერ არის შექმნილი. კალიფორნიის იოსემიტის ეროვნული პარკში მთის მწვერვალზე ასვლის შემდეგ მან შეამჩნია, რომ მისი შარვალი მთასვლელობისთვის შესაფერისი არ იყო. რობინმა გადაწყვიტა, რომ უფრო მტკიცე და უკეთესი ფუნქციონირების ტანისამოსის შექმნა სჭირდებოდა. მას ფლობდა ჩექმისა და ტანსაცმლის კომპანიას და 1968 წელს დაიწყო შარვლის წარმოება სახელად "5.11", რომელსაც ჰქონდა სასაქონლო ნიშნის ტაქტიკური ლენტი და დახრილი ჯიბის დიზაინი.

სახელის "5.11"-ის წარმომავლობა მოდის იოსემიტის ეროვნულ პარკის უმაღლესი კლდეზე ასვლის სირთულის დონიდან, რომელიც ჩამოთვლილი იყო 1950 წელს რობინსის მიერ შემუშავებილი იოსემიტის ეროვნული პარკის დეციმალურ სისტემაში. სირთულის დონე გარკვეულწილად ხუმრობით განისაზღვრება, როგორც "საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ, თქვენ დაასკვნით, რომ ეს მოძრაობა აშკარად შეუძლებელია; თუმცა, ხანდახან ამას ვიღაც მართლა ართმევს თავს".

რობინსმა თავისი კომპანიის 51% დან კოსტას 1999 წელს მიყიდა. მას შემჩნეული ჰქონდა, რომ დიზაინის მრავალი გაუმჯობესების შემდეგ 5.11 ტაქტიკური შარვლები უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქუანტიკოს FBI-ის აკადემიაში, რომელიც ვირჯინიაში მდებარეობს.

კოსტამ მთელი კომპანია 2002 წელს იყიდა და საბოლოოდ სამეფო რობინსის ტანსაცმელი 2003 წელს რობინსს უკან მიჰყიდა, მაგრამ დაიტოვა 5.11 ტაქტიკური ბრენდი და შექმნა ახალი კომპანია სახელად: 511 Inc ან 5.11 Tactical. FBI-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ, დენ კოსტამ და მისმა თანა-პარტნიორმა ფრანცისკო მორალესმა დაიწყეს დამატებითი ტაქტიკური ტანსაცმლის შექმნა და არსებული ხაზის გაუმჯობესება. 2006 წელს 5.11 Tactical

იყო Inc. Magazine-ის სიაში - „ქვეყანაში 500 ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია“ - 211- ადგილს იკავებდა.

ბოსტონის კერძო სააქციო ფირმამ TA Associates-მა, 5.11 Tactical-ის აქციების უმრავლესობა 2007 წელს 305 მილიონ დოლარად შეიძინა.

2012 წელს, 5.11 Tactical-მა სიეტლში დაფუძნებული გარეთ ჩასაცმელი ტანსაცმლის ბრენდი - შპს Beyond Clothing - დაუზუსტებელ თანხად იყიდა.

იმავე წლის პირველი აპრილის ხუმრობა გარდაიქმნა Tactical Duty-ის თანამედროვე კილტის პროდუქციად. ასევე 2012 წელს, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის სამუშაოდ გადადიოდა ირვინში, კალიფორნიაში, თუმცა გარკვეული ფუნქციები მოდესტოში რჩებოდა.

2014 წელს კომპანიამ გააფართოვა საცალო ვაჭრობა და გახსნა საპილოტე მაღაზიები რივერსაიდსა და ლას ვეგასში, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაღაზიები კალიფორნიის, კოლორადოს, ტეხასის, ავსტრალიის, ფლორიდისა და იუტას შტატებშიც გახსნა.

2016 წელს კომპანია Compass Diversified Holdings-მა $ 401 მილიონ დოლარად შეიძინა.