ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შპს Global Defense Group დაფუძნდა 2013 წელს და კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლითა და აქსესუარებით, იარაღითა და თავდაცვითი დანიშნულების სხვა აქსესუარებითა თუ მოწყობილობებით ვაჭრობა.

შპს Global Defense Group-ის მფლობელობაშია ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრი- Battleground * ბეთლგრაუნდი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების 25 მეტრიან  სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და იარაღის მაღაზიას. Battleground არის სივრცე, სადაც საშუალება გეძლევათ გამოცადოთ საკუთარი თავი სროლაში, გაიაროთ საცეცხლე მომზადების 3 და 6 დღიანი  კურსი და მონაწილეობა მიიღოთ ტურნირებში.

კომპანია მომხმარებელს  მუდმივად სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. Global Defense Group-ის  პორტფოლიოშია ისეთი პრემიუმ ხარისხის ბრენდები, როგორებიცაა: 5.11 Tactical, Reebok Tactical, GLOCK International, Colt's Manufacturing LLC, Smith&Wesson, Daniel Defense, The Safariland Group, Benchmade, Boker, Gerber, Leupold, Sabre Red, Carinthia, CTC lasers, Otis, ArmourLite და სხვ.

ამავე კომპლექსში გაიხსნა ესპანური ბრენდის კაფე Cafento,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის ცხელი/ცივი სასმელი, მიირთვათ ჩვენი შეფმზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები და  დაელოდოთ თქვენს რიგს სასროლეთში. აგრეთვე, შეგეძლებათ ჩაატაროთ კორპორატიული საღამოები, დაბადების დღეები და სხვადასხვა ივენთები.