blog-details

Trijicon

Trijicon- დაარსდა 1981 წელს გლინ ბინდონის მიერ, როგორც Armson USA, რომელიც აშშში Armson USA– ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი იყო. კომპანია Armson USA წარმოადგენს სამხრეთ აფრიკაში დამზადებული, ბოჭკოვანი და ტრიტიუმის შემცველი ოპტიკით აღჭურვილი, დახურული ტიპის იარაღის სამიზნეების მწარმოებელი.

1985 წელს ბინდონმა კომპანია გარდაქმნა Trijicon-ად და პისტოლეტებისთვის ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობების წარმოებას მიჰყო ხელი. 1987 წელს Trijicon-მა წარმოადგინა ტრიტიუმის შემცველი ოპტიკური სამიზნე აშშ სამხედროებისთვის სახელწოდებით –TA01 4x32 ბრძოლის უახლესი ოპტიკური იარაღის სამიზნე (ACOG).

Trijicon- არის ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა ვიქსომში (მიჩიგანი), რომელიც აწარმოებს ცეცხლსასროლი იარაღების ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების დამზადებასა და დისტრიბუციას პისტოლეტების, თოფებისა და საფანტის იარაღების ჩათვლით. Trijicon- მუშაობს თვითმნათ ოპტიკასა და ღამის სამიზნე მოწყობილობებზე, რომელთა დამზადების დროს კომპანია იყენებს ნაკლებ რადიოაქტიურ იზოტოპ ტრიტიუმს, სინათლის შემკრებ ბოჭკოვან ოპტიკასა და ელემენტებს.

გარდა ამისა, Trijicon- წარმოადგენს კონტრაქტორ კომპანიას აშშ სამხედროებისთვის, რადგან ის მათ ამარაგებს ბრძოლის უახლესი ოპტიკური იარაღის (ACOG) და RX01 სარკისებრი სამიზნეებით. ACOG, სარკისებრი, TriPower, AccuPoint და ღამის სამიზნე მოწყობილობები ხელმისაწვდომია სამხედრო, სამართალდამცავი და სამოქალაქო ბაზრებისთვის.