Leupold & Stevens კორპორაცია არის ოპტიკური, წითელ წერტილოვანი, მოწყობილობების, სამიზნეებისა და ბინოკლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც მდებარეობს ბევერტონში, ორეგონი, აშშ.. 1907 წელს ამოქმედებული კომპანია საოჯახო ბიზნეს წარმოადგენს და დღეს კორპორაციის სათავეში მეხუთე თაობის წარმომადგენელი დგას. 1907 წელს Leupold & Stevens დააარსა გერმანელმა იმიგრანტმა მარკუს ფრიდრიხმა, ლეოპოლდმა და მისმა სიძემ – ადამ ვოლპელმა Leupold & Voelpel სახელწოდებით. იმ დროისათვის კომპანია დაკავებული იყო ჰიდროგრაფიული მოწყობილობების შეკეთებით. 1911 წელს Leupold & Voelpel–მა კონტრაქტი გააფორმა ჯონ კიპრიან სტივენსთან, მის მიერ დაპროექტებული და დაპატენტებული ლიმნიგრაფის საწარმოებლად. პროდუქტის თავდაპირველი წარმატების შემდეგ, 1914 წელს, ის გახდა პარტნიორი, ხოლო კომპანიის სახელი შეიცვალა შემდეგნაირად – Leupold, Voelpel, and Co. გარდა პირველი ლიმნოგრაფისა, კომპანიამ არაერთი სხვა ინოვაციური მოწყობილობა დააპროექტა, როგორიცაა ტელემარკის წყლის საზომი საშუალება, რომელიც
დაპატენტდა 1939 წელს. ამ მოწყობილობას შეუძლია ტელეფონით გადასცეს ინფორმაცია წყლის დონესთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს ხდის განვახორციელოთ წყლის რესურსების დისტანციური მონიტორინგი.
1942 წელს კომპანიის სახელწოდება კვლავ შეიცვალა და მისი ამჟამინდელი სახელია – Leupold & Stevens. ასაგეგმი მოწყობილობა, სამიზნეები და მსგავსი საქონელი იყიდება "Leupold" სახელით, მაშინ როცა წყლის მონიტორინგისათვის საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა წყლის დონისა და დინების საზომი საშუალებები – "Stevens"–ის სავაჭრო ნიშნით არის გავრცელებული.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც თოფით შეიარაღებულმა მარკუს ლეოპოლდმა ირემზე ნადირობის დროს მარცხი განიცადა, Leupold & Stevens კომპანიამ იარაღის ოპტიკური ხელსაწყოების დამზადება დაიწყო. მარკუსის ოპტიკური ხელსაწყო დაიორთქლა და მას შემდეგ რაც ირემი გაიქცა, როგორც ამბობენ, მან სიმწრისგან წამოიძახა „ჯანდაბა! მე შემეძლო ამაზე უკეთესი სამიზნე გამეკეთებინა!“. 1979 წელს ლეოპოლდის სამიზნეებს უკვე 2–ჯერ მეტი შემოსავალი შემოჰქონდა ვიდრე სტივენის ინსტრუმენტებს.
1969 წელს აღნიშნული კომპანია Nosler Bullets (საოჯახო) კომპანიის ინტერესის საგანი გახდა, შემდეგ კი, 1988 წელს მან გაყიდა თავისი წილი. სხვა მაძიებელთა შორის აღსანიშნავია Biamp Systems (1985-1986), რომელიც ხმოვანი მოწყობილობის დამზადებაზე მუშაობდა და Fabmark (1984 – 1990), რომელიც მეტალის ფირფიტებს ამზადებდა და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს ემსახურებოდა.
1996 წლისთვის კომპანიის გაყიდვები 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1998 წელს, Leupold & Stevens – ის წყლის მონიტორინგის საშუალებების წილით პორტლენდში ახალ, კერძო კომპანიას ჩაეყარა საფუძველი: კორპორაცია – Stevens Water Monitoring Systems Leupold & Stevens–თან თანამშრომლობით, რომელმაც სახელი სტივენი, მათი კორპორატიული იდენტობის ნიშნად შეინარჩუნა. 2002 წელს Leupold & Stevens–მა Wausau დაზღვევის ოქროს პრიზი მოიგო კომპანიის ქარხანაში უსაფრთხო სამუშაო პირობებისათვის. 2006 წელს, კომპანია ასაქმებდა 600 ადამიანს საკუთარ დაწესებულებაში, ბევერტონში. კომპანია, ამჟამად ოჯახის მეხუთე თაობის მფლობელობაშია.
2008 წელს Leupold & Stevens–მა შეისყიდა Redfield Optics თავისი ბრენდული სახელწოდებითა და საკუთრების ყველა ინტელექტუალური უფლებით. 2010 წელს, კომპანიამ დაამატა ასამდე თანამშრომელი რის შემდეგაც, იმავე წლის ნოემბრისთვის, მუშახელის რაოდენობა თითქმის 700–ს აღწევდა. 2010 წლის ბოლოს Portland Business Journal -ის სტატიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანიას წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 160 მლნ დოლარს შეადგენდა, ინფორმაციის წყარო – Reference.com. 2014 წლის თებერვალში კომპანიის ახალ პრეზიდენტად დასახელდა ბრიუს პეტეტი.
კომპანიის მიერ დამზადებულ სამიზნეებს აქტიურად იყენებს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა : აშშ–ს ჯარი, საიდუმლო სამსახური და გაერთიანება „Navy SEALS“. აშშ–ს ფლოტი და საზღვაო ჯარებიც იყენებენ მათ სამიზნეებს. ისრაელის თავდაცვის ძალოვანი სტრუქტურებიც იყენებენ ლეოპოლდის ბრენდს მარკა 4 და მარკა 6. Leupold & Stevens ასევე აწარმოებს ბინოკლებს სპორტული ნადირობისათვის.
2014 წელს NRA–მ, მეტალის სამიზნეების ეროვნული ჩემპიონატის მოწყობილობების კვლევებში ლეოპოლდი მოიხსენია როგორც, ყველაზე პოპულარული ოპტიკის მწარმოებელი, მაღალი დონის სანადირო იარაღისთვის.
Leupold & Stevens–ის მიერ ისრაელის ძალოვანი სტრუქტურების ოპტიკური ხელსაწყოებით მომარაგება კრიტიკის საგანი გახდა.