blog-details

Boker

Böker იყო ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც კერამიკული დანები შემოიტანა ბაზარზე, როგორც ინდივიდუალური ხაზის პროდუქცია.

Böker–ის არსებობის ისტორია მე–17 საუკუნეში იღებს სათავეს, როგორც გერმანიაში მოქმედი ხელსაწყოების მწარმოებელი, რომელიც 1800 წელს უკვე ხმლებისა და დანების/ხანჯლების(blade) აქტიური მწარმოებელი იყო. კომპანია აცხადებს, რომ 1839 წლისთვის ის უკვე აწარმოებდა კვირაში 2000–მდე ხმალს სხვადასხვა ომებში გამოსაყენებლად. 1860 წელს კომპანიამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საოჯახო ფილიალთან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა და დააარსა ქარხნები კანადაში, ნიუ-იორკსა და მექსიკაში. გერმანული და ჩრდილო ამერიკული ფაბრიკები მსგავსს დანებს აწარმოებდნენ და ერთი და იმავე სავაჭრო ნიშნით –"Tree Brand" –ყიდიდნენ. ასე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც სოლინგენის ქარხანამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო სავაჭრო ნიშანი "Boker USA"–ის ხელში გადავიდა გერმანული ფაბრიკის ხელახალ ამოქმედებამდე – 1950 წელს. 1960–1970 წლებში კომპანიამ არაერთგზის შეიცვალა პროფილი, ხოლო ნიუ-იორკის დაწესებულება (Hermann Boker & Co) დაიხურა 1983 წელს. 1986 წელს, Boker–მა კვლავ აღიდგინა უფლებები ამერიკულ ბრენდზე და Boker USA კვლავ ამოქმედდა დენვერში (კოლორადო) აშშთვის პროდუქციის საწარმოებლად.