blog-details

Glock

გლოკის პისტოლეტი არის პოლიმერული-კარკასის, დარტყმა-გამძლე, ჩაკეტილი სავაზნე კოლოფის, ნახევრად ავტომატური პისტოლეტები, რომელიც შექმნილი და დამზადებულია ავსტრიული შპს გლოკის მიერ. იგი ავსტრიის სამხედრო და პოლიციის სამსახურში 1982 წელს მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გამოცდები, რომლემაც ამ პოსტოლეტის, სხვა მონაწილე პროდუქტთან შედარებით, ყველაზე საიმედოობა და უსაფრთხოება დაადგინა .

ბაზრისგან თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ თითქოს "პლასტმასის იარაღი" გამძლეობასა და საიმედოობაში მოიკოჭლებდა, აგრეთვე, არსებობდა შიშები, რომ აეროპორტების ლითონის დეტექტორები ვერ დააფიქსირებდნენ ამ იარაღს, რადგან მისი ჩარჩო პოლიმერით იყო დამზადებული, გლოკის პისტოლეტები კომპანიის პროდუქციის ყველაზე მომგებიან ხაზად იქცა. მინიმუმ 48 ქვეყანის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს, უსაფრთხოების სააგენტოებსა და პოლიციის ძალებს მიეწოდება ეს პისტოლეტი. გლოკი, ასევე პოპულარული ცეცხლსასროლი იარაღია ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის

რეკრეაციული და საკონკურსო სროლებისთვის, სახლისთვის და თავდაცვითი მიზნით, და ფარული თუ ღია ტარების მიზნით.

კომპანიის დამფუძნებელი, ინჟინერ გასტონ გლოკს არ ჰქონდა გამოცდილება ცეცხლსასროლი იარაღის დიზაინის ან წარმოების საკითხებში იმ დროს, როდესაც მათი პირველი პისტოლეტის გლოკ 17-ის პროტოტიპი კეთდებოდა. თუმცა გლოკს ჰქონდა დიდი გამოცდილება მოწინავე სინთეზური პოლიმერების დამზადებაში, რომლის ცოდნაც იყო ხელისშეწყობი კომპანიის პირველი, კომერციულად წარმატებული პოლიმერის ჩარჩოს პისტოლების ხაზის გამოშვებაში. გლოკმა შემოიღო ცეცხლსასროლი იარაღების ინდუსტრიაში ფერიტისგან შემდგარი ნიტროკარბიურაცია, რაც ლითონის იარაღის ნაწილებისთვის ანტიკოროზიული ზედაპირის დამუშავებას გულისხმობს.