Gerber Legendary Blades გახლავთ ფართო მოხმარების დანებისა და მულტიხელსაწყოების მწარმოებელი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ტიგარდში (ორეგონი, აშშ, პორტლენდის მიმდებარე ტერიტორია( Portland metropolitan area)). ამჟამად Gerber Fiskars Brands–ის კორპორაციის ფილიალს წარმოადგენს, რომელიც ფინური Fiskars კომპანიის მფლობელობაში იმყოფება. Gerber დაარსდა 1939 წელს პიტი გერბერის მიერ. ეს უკანასკნელი გახლდათ დანების მწარმოებელი პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობდა საყოფაცხოვრებო დანების მწარმოებელ დევიდ მერფისთან.
1910 წელს, პორტლენდში (ორეგონი), გერბერების ოჯახმა საფუძველი ჩაუყარა სარეკლამო ფირმას. საოჯახო ბიზნესის განვითარებისათვის, ჯოზეფ გერბერმა, არდადეგებზე დამზადებული სამზარეულო დანების 24 კომპლექტი გაუგზავნა კლიენტებს. აღნიშნული ხელნაკეთი დანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაზეც კატალოგებით მოვაჭრე ინდივიდუალური კომპანია Abercrombie & Fitch–ის დაინტერესებაც მიუთითებს, რომელმაც, 1939 წელს, გერბერს მეტი დანების შეკვეთა მისცა საკუთარ კატალოგში გასაყიდად. იმავე წელს გერბერმა შექმნა საკუთარი კომპანია – Gerber Legendary Blades.
1966 წელს კომპანია ახალ შტაბ–ბინაში გადავიდა, მეხუთე შტატშორისის მეზობლად, რომელიც ამჟამად ტიგარდის სახელწოდებით არის ცნობილი. ფინურმა კომპანია Fiskars–მა აღნიშნული კერძო კომპანია 1987 წელს შეისყიდა. 2001 წლის ივლისში კომპანიის ხელმძღვანელად ჩადი ვინსენტი აირჩიეს. 2003 წლის მონაცემებით, კომპანია ყავდა 300 დასაქმებული, ხოლო შემოსავალი 100 მლნ დოლარს შეადგენდა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი მეორე უმსხვილეს მულტიხელსაწყოების მწარმოებლად იქცა აშშ–ში Leatherman–ის შემდეგ, რომელიც აგრეთვე პორტლენდში მდებარეობს.