უახლესი სტატია

Battleground-ის სასროლეთი

  • 2020-09-21

სასროლეთი: ისწავლე, ისროლე, განიტვირთე

ერთი შეხედვით, იარაღის გამოყენება მარტივი ჩანს - აიღე, დაუმიზნე და გამოჰკარი სასხლეტს.

სინამდვილეში, ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობა კომპლექსურ საკითხებს ითვალისწინებს: სამართლებრივი ნორმები, უსაფრთხოება, სროლის ტექნიკა. მათ შესასწავლად კი, მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორი და შესაბამისი ადგილი დაგჭირდებათ.

სასროლეთი ტიპების მიხედვით, არსებობს დახურული, ნახევრად ღია და ღია (საველე) სასროლო სივრცეები.

Battleground * ბეთლგრაუნდი - დახურული ტიპის სასროლეთს მიეკუთვნება და აღჭურვილია ამერიკული სტანდარტის სისტემით, რაც გულისხმობს:

  • ბალისტიკური დაცვა - ჭერი, იატაკი, კედლები და ტყვიის დამჭერი ზონა მთლიანად დაფარულია ტყვიაგაუმტარი ლითონისა და სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული რეზინის ერთობლიობით, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის ასხლეტვისგან დაცვას.
  • აკუსტიკური იზოლაცია და განათება - თანამედროვე ხმის ჩამხშობი სისტემები და იდეალური განათება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მსროლელს და ეხმარება კონცეტრაციაში.
  • კლიმატკონტროლი და სავენტილაციო სისტემა - სავენტილაციო სისტემების გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სათანადო ვენტილაცია ხელს უშლის ტყვიის ნაწილაკებისა და სხვა წვის პროდუქტების ზემოქმედებას მსროლელზე. ბეთლგრაუნდში საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით შემუშავებული და დამონტაჟებული სისტემა დაგხვდებათ.
  • სამიზნეების მართვის სისტემები - მსროლელზე მორგებული, კომფორტული და კომპაქტურად გამოსაყენებელი.

რა თქმა უნდა, სასროლეთის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი, რომელიც ამას უზრუნველყოფს - ტყვიის დამჭერი ზონაა. ტყვიის დამჭერ ზონაში მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენება ე.წ ტყვიის ხაფანგები, რომლებიც ტყვიის სიჩქარესა და ენერგიას საგრძნობლად ამცირებენ, რის შედეგადაც ასხლეტვის საშიშროება ფაქტობრივად არ არსებობს.

ბეთლგრაუნდის სასროლეთის სიგრძე 25 მეტრია და 4 სასროლ ზოლს მოიცავს.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მოდელებს, არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ 20-მდე სხვადასხვა მოდელს შორის, იარაღი კი განეკუთვნება ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Glock, HK, Smith&Wesson, Daniel Defense, Colt, GSG-5 და  CZ858. ამასთანავე, მომავალი წლისთვის დაგეგმილია იარაღის სახეობების გაზრდა.

გარდა ამისა, აქ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამიზნეების ფართო არჩევანია, რომელიც უფასო სერვისში შედის.

სროლის სრულფასოვნად შესასწავლად სასურველია გაიაროთ შესაბამისი კურსი, ისწავლოთ და გაითავისოთ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები. ამისთვის კი, ბეთლგრაუნდს უმაღლესი სტანდარტების საცეცხლე მომზადების სასწავლო კურსები აქვს, რომელთა ხანგრძლივობაც 3 და 6 დღეა.

სწორედ ამ მიზეზების გამო ითვლება ბეთლგრაუნდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სასროლეთად, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, ისწავლოთ სროლა, გამოსცადოთ საკუთარი თავი და აივსოთ მძაფრი ემოციებით.

Read More

Desert Shooting Range

  • 2025-05-27

Desert Shooting Range წარმოადგენს ინოვაციურ სასროლეთ კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე უნიკალური სერვისის შეთავაზებას, რაც აერთიანებს პროფესიონალური სტანდარტების სასროლეთ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, კვალიფიციურ ინსტრუქტაჟს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოს.


სასროლეთი მდებარეობს საგარეჯოში, უდაბნოს ტიპის ლანდშაფტში.

კომპანია გვთავაზობს შორ მანძილზე სროლის ექსკლუზიურ და უნიკალურ სერვისს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. კომპლექსური სერვისი მორგებულია როგორც პროფესიონალებზე, ასევე დამწყებებსა და ტურისტებზე.

Desert Shooting Range-ის მისიაა უზრუნველყოს საქართველოში თავდაცვითი დანიშნულების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და პროფესიონალური მომზადების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. კომპანია ისწრაფვის შექმნას უსაფრთხო და ინოვაციური სასწავლო, გასართობი გარემო.

Read More