blog-details

Daniel Defense

დანიელ დიფემსი არის შეიარაღების მწარმოებელი, რომელიც 2002 წელს მარტი დანიელმა ჯორჯიას შტატის ქალაქ სავანაში დააარსა. მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, 2009 წელს დენიელ დეფენსი გაფართოვდა და ჯორჯიას შტატის ქალაქ ბლექ ქრიკში ახალ საწარმო ქარხანაში გადავიდა, სადაც ამჟამად არის დაფუძნებული. მან ასევე გააფართოვა მეორე დაწესებულება სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ რიჯლანდში. დანიელ დიფენსი იყო ნახსენები ჟურნალ Inc Magazine-ის ტოპ 5000-ის სიაში 2012, 2013 და 2014 წლებში. დანიელ დიფენსის სარკინიგზო სისტემებს იყენებენ ისეთი ცნობილი კლიენტები, როგორიცაა შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების სარდლობა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.

2013 წლის დეკემბერში, დანიელ დიფენსი პოლემიკის საგანი გახდა, როდესაც მან რამდენიმე ადგილობრივ Fox სადგურების მაუწყებლობას გადასცა რეკლამა Super Bowl XLVIII-ის სარეკლამო პერიოდში გასაშვებად. სადგურებმა არ ჩაიბარეს რეკლამა, იმ მიზეზით, რომ NFL-ის სარეკლამო პოლიტიკაში აღნიშნული იყო შემდეგი: "ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან სხვა იარაღი აკრძალულია; თუმცა იარაღის და საბრძოლო მასალის გამყიდველი კომპანიები შეძლებენ რეკლამის განთავსებას იმ პირობით, თუ ისინი რეკლამებს სხვა პროდუქტების შესახებ გააკეთებენ და აღნიშნულ რეკლამებში არ იქნება ნახსენები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო იარაღის ან სხვა იარაღის შესახებ ინფორმაცია". დენიელ დიფენსმა საპასუხოდ NFL-ის პოლიტიკა და Fox-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა იმის მტკიცებით, რომ რეკლამა არ შეიცავდა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ინფორმაციას და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა,

კომპანია ასევე ყიდის გარე ტექნიკას, შესაბამისად, აღნიშნული რეკლამა ზუსტად ჯდებოდა მათი პოლიტიკის კრიტერიუმებში. NFL-მა რეკლამის გაშვებაზე უარყოფითი პასუხის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა უარყო, თუმცა დაადასტურა რომ მისი პოლიტიკა კრძალავს ყველა ისეთი რეკლამის გაშვებას, სადაც ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღები. საბოლოოდ, რეკლამა არ იქნა ჩაბარებული.