BATTLEGROUND-ის სასროლეთის უსაფრთხოების წესები
- იარაღს ყოველთვის მოეპყარით როგორც დატენილს.
- არ მიმართოთ იარაღი სხვაზე.
- იარაღი დატენეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- სროლა დაიწყეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- გასროლის წინ დარწმუნდით თქვენს მიზანში.
- არ მიატოვოთ სასროლი პოზიცია და არ გადაკვეთოთ სასროლი ხაზი ინსრუქტორის გარეშე.
- სასხლეტზე თითი დადეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სროლას გადაწყვეტთ.
- სროლის დამთავრების შემდეგ იარაღი განმუხტეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- სროლა დაშვებულია მხოლოდ თქვენს ზოლში განთავსებულ სამიზნეზე.
- სროლის დამთავრების შემდეგ დადეთ იარაღი მაგიდაზე განმუხტულ მდგომარეობაში.
- აკრძალულია იარაღის დაშლა თვითნებურად.
- არასრულწლოვნები 10 წლის ასაკიდან დაიშვებიან მხოლოდ მშობელთან ერთად დაბადების მოწმობის საფუძველზე.
- 10-დან 15-წლამდე არასრულწლოვნებისთვის დასაშვებია მხოლოდ 22 კალიბრის ვაზნის სროლა.
- აკრძალულია სროლის დროს ალკოჰოლისა ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ყოფნა.
- სასროლეთში შესვლა აკრძალულია სათვალეებისა და ყურსასმენების გარეშე.
__
ინსტრუქტორს აქვს უფლება მსროლელი გააძევოს სასროლეთის ტერიტორიიდან თუ ის არღვევს სასროლეთის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ შინაგანაწესს ან არაზედმიწევნით ასრულებს ინსტრუქტორის მითითებებს და თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, გარშემო მყოფ ხალხს ან სასროლეთის ქონებას. ასევე ინსტრუქტორი უფლებამოსილია მსგავსი დარღვევების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს პოლიციას.
__
სასროლეთში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ ინსტრუქტორს და მაქსიმუმ ორ მსროლელს.
ფოტოს გადაღებით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები უსაფრთხოების წესებს.