სასროლეთის მსროლელთა ქცევის ზოგადი წესი
- იარაღს ყოველთვის მოეპყარით როგორც დატენილს.
- არ მიმართოთ იარაღი სხვაზე.
- იარაღი დატენეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- სროლა დაიწყეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- არ მიატოვოთ სასროლი პოზიცია და არ გადაკვეთოთ სასროლი ხაზი ინსრუქტორის გარეშე.
- სასხლეტზე თითი დადეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სროლას გადაწყვეტთ.
- სროლის დამთავრების შემდეგ იარაღი განმუხტეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
- სროლა დაშვებულია მხოლოდ თქვენს ზოლში განთავსებულ სამიზნეზე.
- სროლის დამთავრების შემდეგ დადეთ იარაღი მაგიდაზე განმუხტულ მდგომარეობაში.
- აკრძალულია იარაღის დაშლა თვითნებურად.
- არასრულწლოვნები 14 წლის ასაკიდან დაიშვებიან მხოლოდ მშობელთან ერთად დაბადების მოწმობის საფუძველზე. 14 წლიდან არასრულწლოვანი ისვრის მხოლოდ 22 კალიბრიან ვაზნას.
- აკრძალულია სროლის დროს ალკოჰოლისა ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ყოფნა.
- სასროლეთში შესვლა აკრძალულია სათვალეებისა და ყურსასმენების გარეშე.
- სასროლეთში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ ინსტრუქტორს და არაუმეტეს ორ მსროლელს.
- ინსტრუქტორს უფლება აქვს, ორი გაფრთხილების შემდეგ მსროლელი გააძევოს სასროლეთის ტერიტორიიდან.
- თუ მსროლელი არღვევს სასროლეთის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ შინაგანაწესს, არ ასრულებს ინსტრუქტორის მითითებებს ან თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფ პირებს ან სასროლეთის ქონებას, ინსტრუქტორი უფლებამოსილია მსგავსი დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას.
- სასროლეთის ინვენტარის და/ან აღჭურვილობის დაზიანების, განადგურების ან მისი ფუნქციური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, მათ შორის დაზიანებული ან დაკარგული ნივთის სრული საბაზრო ღირებულება.
- თუ მსროლელი ინსტრუქტორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გაძევებული იქნება სასროლეთიდან, მის მიერ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც თუ მსროლელის მიერ თანხა უკვე გახადხდილია, თუმცა საკუთარი მიზეზის გამო უარი თქვა მომსახურების მიღებაზე.