blog-details

Safariland

შპს საფარილენდი დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატებში და არის ძირითადი დიზაინერი და მწარმოებელი შემდეგი აღჭურვილობებისა: სპორტული, სამხედრო, სამართალდამცავი ორგანოების, საგამომძიებლო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსონალის, კორპორაცია BAE Systems-ის ყოფილი განყოფილების, რომელიც სუბსუდურებული იყო გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული თავდაცვისა და საჰაერო კომპანიის BAE Systems PLC-ის მიერ. 2016 წლის ბოლოს, "ნაკლებად ლეტალური" საბრძოლო პროდუქტი, რომელიც თავდაცვის ტექნოლოგიების (Defense

Technology) ბრენდის სახელით გაიყიდა, გამოყენებული იყო ჩრდილოეთ დაკოტაში მიმდინარე Dakota Access Pipeline-ის პროექტის საზოგადოებრივი წინააღმდეგობის დროს, რის გამოც კომპანია სხვადასხვა საპროტესტო აქციების სამიზნე გახდა.

კომპანია 1964 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სიერა-მადრეში ნიალ პერკინსმა დააარსა, მამამისის სპეციალური შეკვეთით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღის ბუდის მოთხოვნის შესაბამისად. ახალ კომპანიას სახელი მისი და მამამისის აფრიკულ საფარიზე მოგზაურობების სამახსოვროდ შეურჩია.

1996 წელს, American Body Armor-მა და მისმა აქციონერებმა ერთიანი ძალებით შექმნეს Armor Holdings - დივერსიფიცირებული ჰოლდინგი კომპანია სამი მწარმოებელი კომპლექტით. 11 წლის მანძილზე Armor Holdings-მა სამართალდამცავ სფეროში არსებული სხვადასხვა ბრენდები შეიძინა, მათ შორის საფარილენდი.

2007 წლის ივლისში BAE Systems-მა შეიძინა Armor Holdings, რის შედეგადაც ჩამოაყალიბა BAE Systems Products Group, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საფარილენდიც. 2008 წლის აგვისტოში, მისი პროდუქტი საფარილენდის სახელით იქნა გამოშვებული.

2012 წლის მაისში, BAE Systems-მა განაცხადა, რომ საფარილენდს შეისყიდდა შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც აფილირებული იყო Kanders & Co. კორპორაციასთან. 2012 წლის ივლისის ბოლოს 124 მილიონ აშშ დოლარად მოხდა საფარილენდის გაყიდვა.

2015 წლის დეკემბერში საფარილენდმა შეიძინა Atlantic Tactical, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში ყველაზე მსხვილი სამართალდამცავი მოწყობილობების დისტრიბუტორია. საფარილენდმა განაგრძო სადისტრიბუტორო კომპანიების შესყიდვა და 2016 წლის იანვარში შეიძინა Lawmen's, რომლის სათაო ოფისიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ როლში მდებარეობდა, ხოლო ამის შემდეგ, 2016 წლის მარტში შეიძინა United Uniforms, დასავლეთ ნიუ იორკში.