სმიტ და ვესონი (S&W) არის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და დამცველების, ამერიკული მწარმოებელი. კორპორატიული სათაო ოფისი არის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სფრინგფილდში. სმიტ და ვესონი დაარსდა 1852 წელს და სხვადასხვა კორპორატიული ცვლილებების შემდეგ, დღეს ის არის American Outdoor Brands Corporation-ის ნაწილი.
2008 წელს ინვესტორებთან საკონფერენციო ზარის მსვლელობისას სმიტ და ვისონის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის მაიკ გოლდენის თქმით, 2006 წელს სმიტ და ვესონმა ყურადღება წამყვან საცალო მოვაჭრეებზე გადაიტანა.
სმიტი და ვესონ ჰოლდინგმა 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ ის 130 მილიონ დოლარად ყიდულობდა Battenfeld Technologies-ს, Columbia-ს, რომელიც მისურის შტატიში დაფუძნებული დიზაინერი და ნადირობისა და სასროლო აქსესუარების
დისტრიბუტორი. კომპანიამ შეძლო ამ შენაძენის გაკეთება საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არსებული სმიტ და ვესონის, M&P-ისა და Thompson Center Arms-ის აქსესუარების ერთ დანაყოფში შერწყმას გულისხმობდა.
2016 წლის აგვისტოში კომპანიამ 95 მლნ აშშ დოლარად ლაზერული დანადგარის მწარმოებელი Crimson Trace შეიძინა და 85 მილიონ დოლარად იყიდა იარაღისა და დანის შემქმნელი -Taylor Brands. იმავე წლის ნოემბერში კომპანიამ 32.3 მლნ აშშ დოლარად იყიდა UST ბრენდები და გადარჩენის ტექნიკის მწარმოებელი. 2016 წლის 7 ნოემბერს, სმიტ და ვესონმა განაცხადა, რომ მისი ჰოლდინგის კომპანიის სახელი American Outdoor Brands Corporation-ად შეიცვალა.
2017 წელს სმიტ და ვესონმა მისი გაყიდვების ძლიერი შემცირება ნახა, როგორც დისტრიბუტორებთან ერთეულებად გაგზავნილი და საცალო ბაზარზე ყიდვა კი 38.3%-ით შემცირდა. კომპანია იძულებული გახდა, მის საწარმოში მომუშავე სამუშაო ძალის ერთი მეოთხედი გაეშვა სამსახურიდან.
კომპანია გახშირებული განხილვის საგანი გახდა, რადგან მისი წარმოებული ცეცხლსასროლი იარაღები ხშირად გამოიყენებოდა მასობრივი სროლებისთვის, მათ შორის 2018 წლის სთოუნმენ დაგლასის უმაღლესი სკოლის მასობრივი სროლა, სადაც 19 წლის ნიკოლას ჯეიკობ კრუზმა გამოიყენა სმიტ & ვესონის AR-15-ის ტიპის შაშხანა, ნახევრად ავტომატური M & P15. იგივე იარაღი იქნა გამოყენებული 2015 წლის სან ბერნარდინოს თავდასხმისას და 2012 წლის ავრორას სროლისას.